ავტორიზაცია

ბუსკეტსი: "იტალიას ყველაფერში ვაჯობეთ და დავამტკიცეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ"

ბუსკეტსი: "იტალიას ყველაფერში ვაჯობეთ და დავამტკიცეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ"
თარიღი 07 ივლ 2021, 02:25

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, იტალიის ნაკრებთან ნახევარფინალში წაგებაზე (1:1, 2:4 პენალტებში) ისაუბრა.

„დასანანია, ამ ტურნირზე გზის ბოლომდე გავლა გვინდოდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. გუნდმა კარგად ითამაშა, მეტოქეს პრაქტიკულად ყველა მონაკვეთში ვაჯობეთ მთელი მატჩის განმავლობაში. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ.

იტალიას ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც თავდაჯერება მოიმატეს.

ჩვენი გუნდი კიდევ დაბრუნდება. თამაში მიმდინარეობდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, ბურთი ჩვენ გვეჭირა და მას მაქსიმალურად სწრაფად ვიბრუნებდით, როცა ვკარგავდით. თუმცა, ასეთია ფეხბურთი და ისღა დაგვრჩენია, მეტოქეს მივულოცოთ.“ - აღნიშნა ბუსკეტსმა.