ავტორიზაცია

"გგულშემატკივრობთ დისტანციურად" - ჩისკო დინამოს დღევანდელ მატჩზე

"გგულშემატკივრობთ დისტანციურად" - ჩისკო დინამოს დღევანდელ მატჩზე
თარიღი 07 ივლ 2021, 16:54

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "დინამო თბილისსა" და ბაქოს "ნეფტჩის" შორის.

მატჩის წინ, სოციალური ქსელით კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა გააკეთა.

მოგეხსენებათ, "დინამო" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი სწორედ ჩისკოსთან ერთად გახდა, რის შემდეგაც ის "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"წარმატებებები, გგულშემატკივტრობთ დისტანციურად", - წერს ჩისკო.