ავტორიზაცია

კეინი: "ტოტენჰემის ახალ მთავარ მწვრთნელთან ჯერ არ მისაუბრია"

კეინი: "ტოტენჰემის ახალ მთავარ მწვრთნელთან ჯერ არ მისაუბრია"
თარიღი 07 ივლ 2021, 20:37

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის, როცა ახალი მწვრთნელი მოდის, კლუბში ოპტიმიზმის გარკვეული დონე ისადგურებს. მასთან არ მისაუბრია, რადგან კლუბში ჯერ არ ვყოფილვარ".

"შესანიშნავი მწვრთნელია, "ვულვერჰემპტონში" ბრწყინვალედ იმუშავა, ძალიან კარგად თამაშობდა მისი გუნდი. დარწმუნებული ვარ, ევროს შემდეგ დავუკავშირდებით ერთმანეთს", - ციტირებს კეინის სიტყვებს Daily Mail.

"ტოტენჰემმა" ნუნუს დანიშვნა 30 ივნისს დაადასტურა. მხარეებმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. "ვულვერჰემპტონს" იგი 2017 წლიდან ედგა სათავეში, მაგრამ 2021 წლის 21 მაისს გუნდი დატოვა.