ავტორიზაცია

გვარდიოლას უცნაური კომენტარი კეინის შესაძლო ტრანსფერზე: "ჟეზუსი და ტორესი საკმარისი იქნება"

გვარდიოლას უცნაური კომენტარი კეინის შესაძლო ტრანსფერზე: "ჟეზუსი და ტორესი საკმარისი იქნება"
თარიღი 06 ივლ 2021, 13:24

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჰარი კეინის თავის გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა:

"კეინის შესაძლო ტრანსფერი მან სიტიში? არავის ვიყიდით, არც მას და არც სხვა რომელიმე თავდამსხმელს. დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

დიახ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი მანჩესტერულ კლუბსაც შეეხო. გამონაკლისები არ ვართ.

ამასთან ერთად, გვყავს ჟეზუსი, ტორესი და ხშირად ვთამაშობთ ყალბი ცხრიანით. ერთი სეზონისთვის ეს სავსებით საკმარისია.

ფორვარდს აუცილებლად დავიმატებთ, თუმცა უფრო მომავალი სეზონისთვის და არა ახლა", - განაცხადა კატალონიელმა ტაქტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის ბოლოს, "ქალაქელები" დატოვა სერხიო აგუერომ, რომელმაც კლუბში ცხრა სეზონი გაატარა.