ავტორიზაცია

მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედში სანჩოს ტრანსფერს გამოეხმაურა

მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედში სანჩოს ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 07 ივლ 2021, 20:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ჰარი მაგუაირმა გუნდში "დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ჯეიდონი ტოპ დონის ფეხბურთელია, გამორჩეული ტალანტი. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე გამოცდილი. სანჩოს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს".

"შეხედეთ, რა გააკეთა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის ჩემპიონატში. ჯერჯერობით, საბოლოოდ ვერ ვიტყვით, რომ ჯეიდონი "ემიუს" ფეხბურთელია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ხაზს გადავლახავთ", - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Sky Sports.

2020/21 წლების სეზონში სანჩომ "დორტმუნდის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 21 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს.