ავტორიზაცია

"თუ იტალია ევროს მოიგებს, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი იქნება", - სარიმ ფეხბურთელი გამოარჩია

"თუ იტალია ევროს მოიგებს, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი იქნება", - სარიმ ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 07 Jul 2021, 20:59

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ განაცხადა, რომ "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველს, ჟორჟინიოს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.

"თუ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, მაშინ ჟორჟინიო "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატი აუცილებლად იქნება. დახვეწილი ფეხბურთელია, მისი თამაშის შეცნობა ყველას არ შეუძლია".

"იმისათვის, რათა გააჩერო, მთელი თამაში მას უნდა ადევნო თვალყური. ჟორჟინიოსთან ერთად მოედანზე ყველაფერი მარტივად ჩანს, ამიტომაც არის კარგი", - ციტირებს ჟურნალისტი, ალფრედო პედულა სარის სიტყვებს.

მოგეხსენებათ, სარი 2015 წლიდან 2019 წლამდე ჟორჟინიოსთან ერთად "ნაპოლისა" და "ჩელსიში" მუშაობდა.