ჟორჟინიო: "პენალტის დარტყმის წინ, ერთ რამეზე ვფიქრობდი"
იტალიის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ფრელომ ესპანეთთან შესრულებული პენალტის შესახებ ისაუბრა:
"ესპანეთთან პენალტის დარტყმის წინ, ვფიქრობდი მხოლოდ ერთ რამეზე - ყველაფერის დავიწყებაზე, რაც იმ მომენტში ჩემს გონებაში იყო.
მსურდა მომეხდინა მაქსიმალური კონცენტრაცია 11-მეტრიანზე, რომელიც ფინალში გაგვიშვებდა. ასეც მოხდა, ბედნიერი ვარ.
ჩვენთან თავმოყრილია საოცარი შემადგენლობა, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს", - განაცხადა იტალიელმა ჩამშლელმა.
შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურასა" და "ფურია როხას" პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა სწორედ ლონდონის "ჩელსის" ჰავბეკმა შეასრულა.