ავტორიზაცია

ბარსელონამ პედრის მომავალზე ფიქრი უკვე დაიწყო

ბარსელონამ პედრის მომავალზე ფიქრი უკვე დაიწყო
თარიღი 08 Jul 2021, 00:33

"ბარსელონა" ნახევარმცველ პედრისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

კატალონიურ გრანდს სურს 18 წლის ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები მაშინვე შესთავაზოს, როცა კლუბში ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება.

პედრის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება და "ბლაუგრანას" თანამშრომლობის ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე პედრიმ ესპანეთის ნაკრების მაისურით ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.