ავტორიზაცია

ენრიკე: "პედრის თამაში შეამჩნიეთ? ასე ინიესტაც ვერ თამაშობდა, ის ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება"

ენრიკე: "პედრის თამაში შეამჩნიეთ? ასე ინიესტაც ვერ თამაშობდა, ის ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება"
თარიღი 07 ივლ 2021, 13:12

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ევრო 2020-ს ნახევარფინალის შემდეგ, პედრი შეაქო.

„ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ თამაშობდა 18 წლის ბიჭუნა სახელად პედრი იტალიის წინააღმდეგ?

არა, ასე ანდრეას ინიესტაც კი ვერ თამაშობდა. 18 წლის ბიჭის შესრულებით მსგავსი არაფერი მინახავს არც ევროზე, არც მსოფლიოზე და არც ოლიმპიადაზე.

მსგავსი რამ მართლა არადროს შემიმჩნევია. ის ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება.“ - აღნიშნა ენრიკემ.

იტალიასთან მატჩის ძირითად დროში, პედრიმ 55 პასი შეასრულა და ყველა ზუსტი აღმოჩნდა.

18 წლის პედრიმ განვლილ სეზონში „ბარსას" მაისურით ლა ლიგაში 37 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.