ავტორიზაცია

"ამ სიტუაციებში ჩვენ უკეთესები ვიქნებით" - გაგრას მწვრთნელი სუტიესკასთან მატჩამდე

"ამ სიტუაციებში ჩვენ უკეთესები ვიქნებით" - გაგრას მწვრთნელი სუტიესკასთან მატჩამდე
თარიღი 08 ივლ 2021, 01:26

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრა მატჩს მონტენეგროში, სუტიესკას წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი ჟურნალისტი საბა საპანაძე ახლა მონტენეგროში იმყოფება და მატჩის წინ გაგრას მთავარ მწვრთნელს, გაგა კირკიტაძეს გაესაუბრა.

"თავად ამ გუნდში გავიზარდე და ვიცი, რამხელა სიყვარული აქვს ამ კლუბის ხელმძღვანელობას ქალაქ გაგრას მიმართ, ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ჩვენ ვიძახით, რომ აფხაზეთი საქართველოა, ახლა ჩემს ბიჭებს ამის ევროპაში დამტკიცების კარგი შანსი აქვთ, რაც დიდი გამოცდაა.

არის რაღაც სიტუაციები, რაშიც გაგრა სუტიესკასთან მატჩში უპირატესობაში იქნება, თუმცა ახლა არ მგონია, რომ ჩემი მხრიდან ამაზე დეტალურად საუბარი მიზანშეწონილი იყოს," - განუცხადა გაგა კირკიტაძემ GOAL.GE-ს.

სუტიესკასა და გაგრას მატჩი მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში ქართული დროით 22:30 საათზე 8 ივლისს დაიწყება.

საბა საპანაძე პოდგორიცადან, სპეციალურად GOAL.GE-სთვის