ავტორიზაცია

[VIDEO] "მოიწიე, გაგიგლიჯავ თავს!" - დაპირისპირება VIP ლოჟაში დინამოს გულშემატკივართან

თარიღი 08 ივლ 2021, 14:34

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნეფჩისთან(1-2) მარცხის შემდეგ დინამოს გულშემატკივრებსა და გუნდის ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დედაქალაქური გუნდის წარმომადგენელმა მატჩის დასრულების შემდეგ VIP ლოჟიდან ერთ-ერთ ქომაგს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ვიდეოს ჩვენი პარტნიორი გამოცემა GEO TEAM ავრცელებს.

გულშემატკივრების უკმაყოფილების მიზეზი დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო წლებში არასწორად მუშაობის გამო მიღებული შედეგებია.