"ამ ციფრმა ბევრი წარმატება და გამარჯვება მომიტანა", - პსჟ-ში რამოსის სათამაშო ნომერი ცნობილია
"პსჟ"-ს ახალწვეული, სერხიო რამოსი ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
"4 ნომერს ძალიან ვაფასებ, კარიერის სტარტიდან ამ ნომრით ვთამაშობ. ეს ციფრი მთელი ცხოვრებაა ჩემთან არის, ბევრი წარმატება და გამარჯვება მომიტანა. ახლა ციფრი 4 ჩემი ნაწილია, როგორც პიროვნებისთვის და პროფესიონალისთვის".
"ჩემთვის დიდი პრივილეგიაა "პსჟ"-ში ამ ნომრით ასპარეზობა. გუნდში ამნომრიანი მაისურით თამაში ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს", - ციტირებს პარიზელთა პრესსამსახური რამოსის სიტყვებს.
დღეს, 8 ივლისს, "პსჟ"-მ 35 წლის ესპანელ უკანახაზელთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა, რომელიც 2023 წლის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.
რამოსი, ვეინალდუმი, ჰაკიმი - როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერიც?