რამოსი, ვეინალდუმი, ჰაკიმი - როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერიც?
"პარი სენ-ჟერმენმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე გაიფორმა სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი.
"პსჟ"-ს აგრეთვე აკავშირებს ზეპირი შეთანხმება იტალიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან.
იტალიელ გოლკიპერს 30 ივნისს ოფიციალურად დაუმთავრდა კონტრაქტი "მილანთან" და ახლა ის თავისუფალი აგენტია.
ჯიჯის ტრანსფერი პარიზში ოფიციალურად დაიხურება მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ანუ 11 ივლისის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალში გავიდა სწორედ "სკუადრა აძურა", რომლის მოწინააღმდეგე ინგლისის ნაკრები იქნება.