VIDEO: "ვუყურებ დარტყმას და ვფიქრობ, რომ ამას ვერავინ აიღებს და ამ დროს, დონარუმას ხელი ჩნდება", - ვერატი
იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატმ, ბელგიასთან მატჩში ჯანლუიჯი დონარუმას მიერ განხორციელებული სეივი შეაფასა.
პირველ ტაიმში, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, კევინ დე ბრუინმა იტალიის კარისკენ ძლიერი დარტყმით გაისროლა, თუმცა ბურთის მოგერიება ჯანლუიჯი დონარუმამ მოახერხა.
„ეს ბევრჯერ მომხდარა: ვხედავ ამ შორეულ დარტყმებს და ვფიქრობ: ამას ვერავინ აიღებს. და აი ამ მომენტში, უცებ, მისი ხელი ჩნდება.
ის არის უბრალოდ შეუდარებელი და ამით გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.“ - აღნიშნა ვერატიმ.
საბოლოოდ, დონარუმას თამაში იტალიას ბელგიასთან 2:1 მოგებაში დაეხმარა, რის ხარჯზეც „სკუადრა აძურა" ევრო 2020-ს ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.