ოფიციალურად: ვეინალდუმის წასვლის შემდეგ, ლივერპულს ახალი 5 ნომერი ჰყავს

"ლივერპულში" მცველ იბრაჰიმა კონატეს სათამაშო ნომერი ცნობილია, იუწყება მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.
22 წლის ფრანგი გუნდში 5-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც აქამდე ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმს ეკუთვნოდა.
მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ლივერპულიდან" წავიდა და "პსჟ"-ს შეუერთდა.
რაც შეეხება კონატეს, "ლივერპულმა" მისი შეძენა 28 მაისს დაადასტურა. ინგლისურ კლუბს "ლაიფციგის" ნახევარმცველის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა.