იმაზე 30%-ით ნაკლები, ვიდრე შეთანხმებული იყო — რამდენს გამოიმუშავებს დეპაი ბარსელონაში?
"ბარსელონას" ახალწვეული, მემფის დეპაი კატალონიურ გრანდში ხელფასის 30 პროცენტით შემცირებას დათანხმდა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, 27 წლის ფორვარდი "ბარსაში" იმაზე 30 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით იყო გათვალისწინებული, რადგან კატალონიელებს გადასახადები აქვთ დასაფარი.
თავიდან დეპაის წლიურად 7 მილიონი ევრო შესთავაზეს, ბონუსებთან ერთად. თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ წინადადებაში ცვლილებები შეიტანეს, "ბარსა" ფეხბურთელს 5 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს.
როგორც აღინიშნება, დეპაი 30%-იან შემცირებაზე თანახმაა და კლუბის დახმარებით მოხარულია.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" დეპაის ტრანსფერი 19 ივნისს დაადასტურა.