ამან ბერძნების გაღიზიანება გამოიწვია - კვერკველიამ პანათინაიკოსს უარი უთხრა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია კარიერას პანათინაიკოსში არ გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას olaprasina1908.gr წერს და იუწყებიან, რომ ქართველი მცველის უარმა პანათინაიკოსის ხელმძღვანელები გააღიზიანა.
"პანათინაიკოსი დაცვის გასაძლიერებლად ვარიანტებს განიხილავდა და სოლომონ კვერკველიას შესანიშნავი შეთავაზება გაუკეთა. 500,000 ევრო წლიური ხელფასი, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველის აგენტმა კიდევ უფრო მეტი მოითხოვა, რამაც გუნდის ხელმძღვანელები გააღიზიანა, ამ ტრანსფერზე მუშაობა აღარ გაგრძელდება," - წერს olaprasina1908.gr.
მოგეხსენებათ, მოსკოვის ლოკომოტივიდან წამოსვლის შემდეგ 29 წლის ცენტრალური მცველი თავისუფალი აგენტია. სოლომონ კვერკველია დედაქალაქურ გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა და რუსეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო "რკინიგზელებთან" ერთად.