ავტორიზაცია

"იმაზე მეტი დაიწერა, ვიდრე რეალურად მოხდა", - კიელინიმ მას და ალბას შორის მომხდარი ინციდენტი ზუსტად განმარტა

"იმაზე მეტი დაიწერა, ვიდრე რეალურად მოხდა", - კიელინიმ მას და ალბას შორის მომხდარი ინციდენტი ზუსტად განმარტა
თარიღი 09 ივლ 2021, 17:48

იტალიის ნაკრების ვეტერანმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ აღიარა, თუ რეალურად რა მოხდა მას და ჟორდი ალბას შორის პენალტების წინ კენჭისყრის მომენტში.

კიელინის თქმით, ალბამ შეცდომით ჩათვალა, რომ კენჭისყრა მოიგო და რომ პენალტების სერია ესპანელი ქომაგების ტრიბუნასთან ჩატარდებოდა.

„გაცილებით დიდი ხმაური შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, იმასთან შედარებით, რაც რეალურად მოხდა.“ - აღნიშნა კიელინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა, რომელ მხარეს ჩატარდებოდა პენალტები და მსაჯმა მონეტაზე მიანიშნა: „ეს წითელი მხარეა, ეს კი ლურჯი.“

იმ მომენტში, როცა მსაჯმა თქვა: „ეს წითელი მხარეა“, ჟორდი ალბამ ჩათვალა, რომ კენჭისყრა მოიგო და პენალტები ესპანელი ქომაგების ტრიბუნასთან ჩატარდებოდა, მე კი ხუმრობით ვუთხარი, რომ ეს ასე არ იყო.“ - ციტირებს კიელინის სიტყვებს Marca.

„პირველი დარტყმის შემდეგ, ძალიან აღელვებული, მაგრამ მაინც კონცენტრირებული ვიყავი. ჩვენ გადავიტანეთ ემოციები, რომელიც მუდამ თან გაგვყვება. მატჩის ბოლოს იყო ჩახუტებები და ცრემლებიც კი.

ფინალში თამაში ასრულებული ოცნებაა. თავიდან, მანჩინი გიჟი გვეგონა, როცა მან გვითხრა, რომ ევროპის ჩემპიონობაზე უნდა ვიფიქროთ.“ - დაასრულა კიელინიმ.