ავტორიზაცია

"ბედნიერი ვარ, ძალიან დაგვეხმარება", - ვერატი დონარუმას პსჟ-ში გადასვლას ეხმაურება

"ბედნიერი ვარ, ძალიან დაგვეხმარება", - ვერატი დონარუმას პსჟ-ში გადასვლას ეხმაურება
თარიღი 09 ივლ 2021, 20:22

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ "პსჟ"-ში თანამემამულე ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ითამაშებს.

"დიდ ევროპულ კლუბში გადასვლას იმსახურებს იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციები ჰქონდეს".

"ბედნიერი ვარ, დონარუმა "პსჟ"-ში ჩემი ახალი თანაგუნდელი გახდება, ძალიან დაგვეხმარება", - ციტირებს მარკო ვერატის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

აქამდე გავრცელებული ცნობით, 22 წლის იტალიელი მეკარე, რომელმაც "მილანი" უფასოდ დატოვა, "პსჟ"-სთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში დონარუმამ "როსონერის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაიტანა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. კლუბიდან იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.