ავტორიზაცია

ვიერი: "დონარუმას საიდუმლო? მას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ავარჯიშებდა"

ვიერი: "დონარუმას საიდუმლო? მას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ავარჯიშებდა"
თარიღი 09 ივლ 2021, 11:30

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ განცხადება გააკეთა:

"დონარუმა? ის უკვე ახლა არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, 22-წლის ასაკში. იტალიის ნაკრების გოლკიპერი უბრალოდ საოცრად თამაშობს.

რა არის მისი საიდუმლო? ჯიჯის მილანში ავარჯიშებდა დიდა, რომელიც თითქმის 10 წელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი.

"როსონერის" აღზრდილმა აიღო ყველაფერი საუკეთესო ბუფონისა და ბრაზილიელი მეკარისგან", - განაცხადა იტალიელმა ვეტერანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის დასრულების შემდეგ, აპენინელი გოლკიპერი ოფიციალურად "პარი სენ-ჟერმენში" გადავა.