ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ატლეტიკოში შეარჩია და თანხაც გაამზადა — AS
"ლივერპულმა" შესაძლოა "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, საულ ნიგესი იყიდოს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები 26 წლის ესპანელს ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
როგორც აღინიშნება, ინგლისური კლუბი 40 მილიონ ევროიან შეთავაზებას ამზადებს. თავად ფეხბურთელიც მზად არის საკუთარი ძალები პრემიერ ლიგაში მოსინჯოს.
2020/21 წლების სეზონში საულმა "როხიბლანკოს" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ატლეტიკოს" ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონს შეადგენს.