ავტორიზაცია

[VIDEO] ოსტატურად შეასრულა - პაოკში 19 წლის ქართველი გამოჩნდა

თარიღი 10 Jul 2021, 01:15

ახალი სეზონისთვის სამზადისის პროცესში პაოკმა ვოლოსი 3-1 დაამარცხა.

ნიკა ნინუას ამბის დაინტერესების პროცესში, პაოკის შემადგენლობაში ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ. 19 წლის ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც რა თქმა უნდა, ქართველია და არის ვასილ გორდეზიანი, უბრალოდ როგორც ჩანს, მისი მშობლები დიდი ხანია საბერძნეთში ცხოვრობენ.

ამ ყველაფერში კი საინტერესო ისაა, რომ წარმატებული დებიუტი გორდეზიანმა 44-ე წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა.

ვასილიოს გორდეზიანი 2002 წელს დაბადებული ცენტრალური თავდამსხმელია, 184 სანტიმეტრის სიმაღლით. 

რაც შეეხება ნიკა ნინუას, იგი სალონიკელთა შემადგენლობაში მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.