გუნდი, რომელიც კოუტინიოსთვის საოცნებო ადგილია

ახალი ამბავი არ არის, რომ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონური" კარიერა არ შედგა. ფაქტია, ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი კატალონიაში ვერ დამკვიდრდა.
SPORT-ის თანახმად, "ბლაუგრანას" ფლეიმეიქერის ოცნებაა "ლივერპულში" დაბრუნება სადაც ის თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა.
გასაკვირი არ არის, რომ თავიანთი მე-14 ნომრის გაშვების წინააღმდეგები არც "ლურჯ-ბროწეულისფრები" არიან, რადგან მათ რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა ჰაერივით სჭირდებათ.
პრობლემას წარმოადგენს მერსისაიდელთა პოზიცია, რადგან სამხრეთ ამერიკელი გამთამაშებლის დაბრუნება მათ გეგმებში არ შედის.
"წითლების" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ 29-წლის ჰავბეკი ვერ შეეწყობა იმ ტაქტიკას, რომელიც გუნდში მისი "კამპ ნოუზე" გადასვლის შემდეგ დამკვიდრდა.