ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "იმედია, გრიზმანი დაგვიბრუნდება"

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "იმედია, გრიზმანი დაგვიბრუნდება"
თარიღი 10 Jul 2021, 16:47

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ აღიარა, რომ „ბარსელონას“ შემტევის, ანტუან გრიზმანის დაბრუნებას ისურვებდა.

„გრიზმანი - შესანიშნავი ფეხბურთელია. იმედია, ის დაგვიბრუნდება, მაგრამ არამგონია, „ბარსელონას“ მისი გაყიდვა სურდეს.

ის ელიტაშია და მის ხილვას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა თავისთან. გრიზმანმა „ატლეტიკოში“ რამდენიმე შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ყოველთვის ამ გუნდის ერთგულად რჩებოდა. ჩვენ მეგობრები ვართ.“ - ციტირებს სერესოს სიტყვებს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, გადავსებული სახელფასო ლიმიტის გამო, „ბარსას“ შესაძლოა ანტუან გრიზმანის გაყიდვა მოუწიოს, იმისთვის, რომ ლეო მესისთან შეძლოს კონტრაქტის გახანგრძლივება.

ფრანგი შემტევი „ბარსელონაში" სწორედ „ატლეტიკოდან" 2 წლის წინ, 120 მილიონ ევროდ გადავიდა.