ავტორიზაცია

[VIDEO] შედევრი 90-ე წუთზე — ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინს მოაგებინა

თარიღი 10 Jul 2021, 21:32

რუსეთის ამხანაგური ტურნირის სტარტზე ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ხიმკი" დაუპირისპირდნენ, მატჩი "არენა ხიმკიზე" გაიმართა და ყაზანელთა გამარჯვებით დასრულდა — 1:0.

ერთადერთი გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე "რუბინის" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, თანაც საკმაოდ ეფექტური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი იმედის გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე გოლი "ხიმკიმ" გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.