"უფრო პატივსაცემ დამოკიდებულებას ველოდი", - რიბერიმ თავისი აწ უკვე ყოფილი კლუბი გააკრიტიკა

"ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ამოწეურა, "იების" რიგებიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ფლორენციაში ორი ლამაზი წელიწადი გავატარე. ვწუხვარ, რომ წამოვედი, მინდოდა კიდევ ერთი სეზონი დავრჩენილიყავი", - ციტირებს 38 წლის ფრანგის სიტყვებს Football Italia.
"ფიორენტინას" მაისურით ჩატარებულ მატჩებში მთელ ძალებს ვხარჯავდი, მაგრამ ჩემთან ახალი კონტრაქტი არავის განუხილავს. კლუბისგან უფრო პატივსაცემ დამოკიდებულებას ველოდი", - დასძინა რიბერიმ.
2020/21 წლების სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა "ფიორენტინას" რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.