ვინ დასახელდა არგენტინა — ბრაზილიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

2021 წლის კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.
აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი, ანხელ დი მარია გახდა.
ფინალში ერთადერთი გოლი სწორედ 33 წლის შემტევმა გაიტანა, რომელიც 22-ე წუთზე ედერსონის პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი თავზე გადაუგდო.
ასე და ამგვარად, არგენტინამ კოპა ამერიკა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. ბოლოს "ალბისელესტე" ჩემპიონი 1993 წელს იყო გამხდარი.