4 წაგებული ფინალის და გაუთავებელი წარუმატებლობის შემდეგ — მესი პირველ სანაკრებო ტიტულს დაეუფლა!

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია "მარაკანაზე" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
"ალბისელესტეს" კაპიტან ლიონელ მესისთვის ეს ეროვნულ გუნდთან ერთად მოგებული პირველი ტიტულია, თუ 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებას არ ჩავთვლით.
34 წლის სუპერვარსკვლავი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი - ბრინჯაოს.
2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.