ფოტოები: ნანატრი კადრები — ლეო მესიმ კოპა ამერიკის თასი აღმართა!
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
"ალბისელესტეს" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიგო, თუ 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებას არ ჩავთვლით.
34 წლის სუპერვარსკვლავმა ოქროს მედლებით დაჯილდოვების შემდეგ კოპა ამერიკის თასი აღმართა.
მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი - ბრინჯაოს.
2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.