კვლავ ცრემლები, ამჯერად სიხარულის — კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, მესი ატირდა

მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
ფინალური სასტვენის შემდეგ, არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
34 წლის სუპერვარსკვლავი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი - ბრინჯაოს.
2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
რაც შეეხება "ალბისელესტეს", არგენტინელებმა კოპა ამერიკა 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგეს.