საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი — როგორი სტატისტიკით დაასრულა მესიმ კოპა ამერიკა?

მოგეხსენებათ, 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ჩემპიონი "ალბისელესტე" გახდა, რომელმაც "სელესაო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა - 34 წლის სუპერვარსკვლავი საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა.
ასე და ამგვარად, მესიმ საუკეთესო ბომბარდირის წოდება კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ლუის დიასთან ერთად გაიყო — 4-4 გოლი: ლეომ 7 მატჩში, დიასმა კი - 5 მატჩში.
გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, მესი ტურნირის საუკეთესო ასისტენტიც გახდა, მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემაა.
ლეო არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი - ბრინჯაოს.