ავტორიზაცია

VIDEO: არგენტინა ზეიმობს — მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს

VIDEO: არგენტინა ზეიმობს — მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს
თარიღი 11 ივლ 2021, 07:57

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა — 1:0.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, არგენტინელთა კაპიტანი, ლიონელ მესი და გუნდის სხვა ფეხბურთელები თასთან ერთად თავიანთი გულშემატკივრების სექტორთან მივიდნენ გამარჯვების აღსანიშნავად.

"ალბისელესტემ" კოპა ამერიკა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. ბოლოს არგენტინა ჩემპიონი 1993 წელს იყო გამხდარი.

მესისთვის ეს ეროვნული გუნდის მაისურით მოპოვებული პირველი ტიტულია. აგრეთვე, 34 წლის სუპერვარსკვლავს 2008 წელს ოლიმპიადა აქვს მოგებული.