ავტორიზაცია

ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება — მომღიმარი ნეიმარი და მესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ

ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება — მომღიმარი ნეიმარი და მესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ
თარიღი 11 Jul 2021, 08:16

მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გუნდების ლიდერები — ნეიმარი და ლიონელ მესი — ერთმანეთს გასახდელში ესაუბრნენ. ფოტოზე ორივე სუპერვარსკვლავს მომღიმარს ხედავთ.

"ალბისელესტეს" კაპიტნისთვის ეს ეროვნულ გუნდთან ერთად მოგებული პირველი ტიტულია, თუ 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებას არ ჩავთვლით.

34 წლის სუპერვარსკვლავი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი - ბრინჯაოს.

2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.