VIDEO: ბუენოს-აირესი არგენტინის გამარჯვების შემდეგ: რა ხდებოდა ქალაქში?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ღამის ბუენოს-აირესია აღბეჭდილი, კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის (1:0) დამარცხების შემდეგ.
მაღალსართულიანი შენობიდან გადაღებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ ხმაურობს ქალაქი და როგორ უხარია არგენტინის ეროვნული ნაკრების წარმატება.
შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ანხელ დი მარიამ გაიტანა.
არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიგო, 2008 წელს მოგებულ ოლიმპიადას თუ არ ჩავთვლით.
იხილეთ ვიდეო: