ის პირველი ფეხბურთელია - ჯაბა ჯიღაური უეფას ისტორიაში შევიდა
ჯაბა ჯიღაური უეფას ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების სამივე სხვადასხვა ტურნირზე გოლის გატანა მოახერხა.
ამის შესახებ ევროპული სტატისტიკოსები წერენ. 29 წლის ნახევარმცველმა გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე კონფერენს ლიგის ეგიდით და თან, ეს ყველაფერი სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით.
ჩემპიონთა ლიგაზე ჯიღაურმა 2016/17 წლის სეზონში, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალაშკერტის(1-1) წინააღმდეგ დინამო თბილისის მაისურით გაიტანა.
ევროპა ლიგაზე ჩიხურას შემადგენლობაში 2013/14 წლის სეზონში ვადუცს(1-1), ხოლო კონფერენს ლიგაზე ბათუმის დინამოს მაისურით ტრე პენესთან(4-0) მოგებულ შეხვედრაში.
ჯაბა ჯიღაური ბათუმის დინამოს ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და ამ გუნდთან ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე აკავშირებს.