ავტორიზაცია

დი მარიამ აღიარა, თუ რა უთხრა მესიმ საფინალო სასტვენის შემდეგ

დი მარიამ აღიარა, თუ რა უთხრა მესიმ საფინალო სასტვენის შემდეგ
თარიღი 11 ივლ 2021, 14:35

არგენტინის ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ბრაზილიასთან მოგებული (1:0) კოპა ამერიკას ფინალი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

„ეს დაუვიწყარია. მესიმ მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. ეს მატჩ-რევანშ იყო იმ ფინალისთვის, რომელშიც მე ვერ ვითამაშე.

ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მადლიერი ვარ ოჯახის და ყველა ადამიანის, ვინც მხარს გვიჭერდა და ყველა შეშლილის, ვინც ფინალზე ჩამოვიდა. ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი და ეს გამარჯვება - პოზიტიური ნაბიჯია ჩვენთვის.“ - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.