ავტორიზაცია

"დიახ, ეჭვგარეშეა, რომ ჩემი მემკვიდრეა", - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებში მისი შემცვლელი დაასახელა

"დიახ, ეჭვგარეშეა, რომ ჩემი მემკვიდრეა", - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებში მისი შემცვლელი დაასახელა
თარიღი 11 ივლ 2021, 14:39

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ, ბრაზილიის ნაკრებში მისი მემკვიდრე დაასახელა.

„დიახ, ეჭვგარეშეა, ის ჩემი მემკვიდრეა. ნეიმარი ჩვენი მთავარი ფეხბურთელია, ბრაზილიელების კუმირი.

მას არ დაუკარგავს არც სიმამაცე, არც დრიბლინგი და ყოველთვის სასიამოვნოა მისი მოედანზე ხილვა. მბაპე? ის ცოტათი რონალდუს მაგონებს, ეს ბავშვი ძალიან მიყვარს. ის უდიდესია, ძალიან ნიჭიერი.

კილიანს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ოქროს ბურთი მოიგოს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, განსაკუთრეით მაშინ, როცა ის ნეიმარის გვერდით თამაშობს.“ - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Goal.com.

ოფიციალურად, რონალდინიომ კარიერა 2018 წლის 16 იანვარს დაასრულა, მისი უკანასკნელი კლუბი ბრაზილიური „ფლუმინენსე“ გახდა.