ავტორიზაცია

რა ხდება გრიზმანის გარშემო და რამდენად რეალურია ბარსასა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა?

რა ხდება გრიზმანის გარშემო და რამდენად რეალურია ბარსასა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა?
თარიღი 11 ივლ 2021, 20:22

"ბარსელონაში" კატალონიელთა თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, თავად ფრანგს კარიერის "ბლაუგრანაში" გაგრძელება სურს. თუმცა, ფეხბურთელის გარემოცვას აშინებს შემდეგი ფაქტი - კატალონიურ გრანდს ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად სახელფასო ჭერის შემცირება სჭირდება.

მიუხედავად ამისა, "ბარსადან" ჯერ არავის შეუტყობინებია გრიზმანისთვის და მისი გარემოცვისთვის ფორვარდის გაყიდვის სურვილის შესახებ. ჯერჯერობით, ერთადერთი რამ, რაც გრიზმანს აცნობეს - ის არის, რომ გუნდში მისით "აღფრთოვანებულები" არიან.

თუ "ბარსა" 30 წლის თავდამსხმელის გაყიდვას მაინც გადაწყვეტს, მაშინ იგი "ატლეტიკოში" დაბრუნების და ნახევარმცველ საულში პოტენციური გაცვლის ვარიანტს განიხილავს, რის შესახებაც აქამდე დაიწერა.