ავტორიზაცია

ნეიმარმა გაამხილა, თუ რა უთხრა მესის კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ

ნეიმარმა გაამხილა, თუ რა უთხრა მესის კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ
თარიღი 11 ივლ 2021, 21:23

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ეს მარცხი ტკივილს მაყენებს. დღემდე ვერ ვისწავლე წარუმატებლობასთან შეგუება. თუმცა, გუშინ, მატჩის შემდეგ, ჩავეხუტე ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელს, რომელიც მინახავს. ჩემს მეგობარს, ჩემს ძმას, მესის".

"იმედგაცრუებული ვიყავი და ვუთხარი: "***, შენ დამამარცხე". — ისეთი საწყენია, რომ დავმარცხდით. მაგრამ ეს ბიჭი უბრალოდ განუმეორებელია. უდიდეს პატივს ვცემ ყველაფერ იმას, რასაც მიაღწია და რაც გააკეთა".

"წაგებას ვერ ვიტან! თუმცა, ლეო, ისიამოვნე შენი ტიტულით. ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა. გილოცავ, ძმაო", - წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ეროვნული გუნდის მაისურით პირველი ტიტული მოიგო.

ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება — მომღიმარი ნეიმარი და მესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ