ევრო 2020-ის წინ, ინგლისელი ფანები იტალიელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ

ევრო 2020-ის ფინალის წინ, სადაც ერთმანეთს ლონდონში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, წერს Mirror.
არაფხიზელმა ინგლისელმა გულშემატკივრებმა გამვლელებს ქვები, ლუდის ბოთლები, ზურგჩანთები და საგზაო კონუსები დაუშინეს.
გარდა ამისა, ინგლისის ნაკრების ფანები სამ იტალიელ გულშემატკივარს დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ინგლისელმა ფანებმა ერთმანეთშიც იჩხუბეს, კონფლიქტის მიზეზი უცნობია.
იტალია - ინგლისი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.