ავტორიზაცია

საბოლოოდ როგორ დასრულდა ევრო 2020-ს ბომბარდირთა დავა?

საბოლოოდ როგორ დასრულდა ევრო 2020-ს ბომბარდირთა დავა?
თარიღი 12 ივლ 2021, 02:04

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა ცნობილია.

ტურნირის საუკეთესო მეგოლე პორტუგალიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც ყველა თავისი გოლი ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა.

„იუვენტუსის“ შემტევი საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლითა და 1 ასისტით გახდა, მისი უახლოესი მდევარი კი ჩეხი პატრიკ შიკი აღმოჩნდა, რომელმაც ასევე 5 გოლი გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია.

რონალდუ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა, როცა ბელგიასთან მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა, თავისი გოლები მან უნგრეთის (2), გერმანიის (1) და საფრანგეთის (2) კარში შეაგდო.

ერთადერთი ასისტი რონალდუმ გერმანიასთან 2:4 წაგებულ შეხვედრაში მიითვალა.

1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალი) – 5 გოლი, 1 ასისტი

2. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) – 5 გოლი

3. კარიმ ბენზემა (საფრანგეთი) – 4 გოლი

3. ჰარი კეინი (ინგლისი) – 4 გოლი

3. ემილ ფორსბერგი (შვედეთი) – 4 გოლი

3. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 4 გოლი.