ავტორიზაცია

ჯანლუიჯი დონარუმა მეტსახელად "დონ პენალტი" - იტალიელი მეკარის საოცარი შედეგი 11-მეტრიანებში.

ჯანლუიჯი დონარუმა მეტსახელად "დონ პენალტი" - იტალიელი მეკარის საოცარი შედეგი 11-მეტრიანებში.
თარიღი 12 ივლ 2021, 10:53

ჯანლუიჯი დონარუმას თავისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია ხუთ პენალტების სერიაში და უნდა ითქვას, რომ მას ერთიც არ წაუგია.

იტალიელმა მეკარემ სამჯერ იმარჯვა "მილანთან" ერთად, ორჯერ კი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, განვლილ ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ნახევარფინალში, იტალიამ 11-მეტრიანებში აჯობა ესპანეთს, ფინალში კი ინგლისს. რაც შეეხება ჯიჯის, "ფურია როხასთან" მან აიღო ერთი პენალტი, "ლომებთან" კი 2.

აქვე დავამატებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" გოლკიპერი დასახელდა განვლილი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

აღსანიშნავია ისიც, რომ 22-წლის კარის დარაჯი "როსონერიდან" "პსჟ"-ში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.