ავტორიზაცია

ვინ გახდა ევრო 2020-ს ყველაზე ბევრი არაზუსტი დარტყმის მქონე ფეხბურთელი?

ვინ გახდა ევრო 2020-ს ყველაზე ბევრი არაზუსტი დარტყმის მქონე ფეხბურთელი?
თარიღი 12 ივლ 2021, 17:03

ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ხერარდ მორენო, განვლილი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე უზუსტო ფეხბურთელი გახდა.

ესპანელი ფორვარდის ანგარიშზე 10 არაზუსტი დარტყმაა. 9 აცილებაა იტალიელი შემტევების, ლორენცო ინსინიეს და ჩირო იმობილეს და ასევე, ფრანგი კილიან მბაპეს ანგარიშზე.

საინტერესოა, რომ ყველაზე უზუსტო ფეხბურთელებიდან უგოლოდ ტურნირი მორენომ და მბაპემ დაასრულეს.

დანიელმა მარტინ ბრაიტვეიტმა 8 არაზუსტი დარტყმა განახორციელა, 7-7 კი - დანიელ ოლმომ (ესპანეთი), ემილ ფორსბერგი (შვედეთი) და ტომას სოუჩეკი (ჩეხეთი).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და გუშინ, 11 ივლისს დასრულდა, მასში გამარჯვება იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ინგლისს პენალტების სერიაში მოუგო (1:1, 3:2).