ავტორიზაცია

ისტორიაში პირველად - ევროს საუკეთესო მოთამაშედ მეკარე დასახელდა

ისტორიაში პირველად - ევროს საუკეთესო მოთამაშედ მეკარე დასახელდა
თარიღი 12 ივლ 2021, 03:48

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა.

ფინალში, იტალიამ ინგლისი პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა, სადაც 22 წლის კიპერმა 2 პენალტი მოიგერია.

მანამდე იტალიამ პენალტების სერიაში, 1/2 ფინალში ესპანეთს აჯობა.

გაცნობებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე პირველად დასახელდა.

ასევე, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი პედრი გახდა.