ავტორიზაცია

რეკორდი უკვე ერთ ნაბიჯშია - იტალიის ნაკრები ყველა დროის სანაკრებო მიღწევას უახლოვდება

რეკორდი უკვე ერთ ნაბიჯშია - იტალიის ნაკრები ყველა დროის სანაკრებო მიღწევას უახლოვდება
თარიღი 12 ივლ 2021, 02:10

იტალიის ნაკრებს ყველა დროის რეკორდის გამეორებამდე 1 წაუგებელი მატჩი აქვს დარჩენილი.

რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო 2020-ს ფინალში გამარჯვებით თავისი წაუგებელი სერია 34 მატჩამდე გაზარდა და პირადი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

აქამდე, იტალიის საუკეთესო წაუგებელი სერია 30 მატჩს ითვლიდა, რომელიც გუნდმა 1935-1939 წლებში, ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით დააფიქსირა.

რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, მისი გამეორებისგან იტალია უკვე ერთ ნაბიჯშია - ამ დრომდე, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო წაუგებელი სერია 35 მატჩს ითვლის, რომელიც ერთბაშად ორ გუნდს აქვთ დაფიქსირებული: ესპანეთს და ბრაზილიას.

ბრაზილია 35 მატჩის მანძილზე 1993-1996 წლებში არ აგებდა, ესპანეთი კი - 2007-2009 წლებში.