ავტორიზაცია

ცნობილი გახდა ევრო 2020-ს ყველაზე უხეში ფეხბურთელის ვინაობა

ცნობილი გახდა ევრო 2020-ს ყველაზე უხეში ფეხბურთელის ვინაობა
თარიღი 12 ივლ 2021, 17:10

დანიის ნახევარმცველი ტომას დილეინი ევრო 2020-ს ყველაზე უხეში ფეხბურთელი გახდა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში თამაშის წესი 15-ჯერ დაარღვია.

მეორე ადგილი იტალიელმა ჯოვანი დი ლორენცომ დაიკავა, რომელსაც 6 შეხვედრაში 13 დარღვევა დაუგროვდა. მესამე ადგილზე კი ინგლისელი კალვინ ფილიპსია - 7 შეხვედრაში 12 ჯარიმა.

ევრო 2020-ს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პრიველად ფინალში გასული ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2).

რობერტო მანჩინის გუნდს უკვე 34 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა, რის ხარჯზეც ის მსოფლიო წაუგებელი რეკორდის გამეორებისგან ერთ ნაბიჯშია, რომელიც აქამდე ესპანეთს და ბრაზილიას ეკუთვნით (35).

დილეინის დანიის ნაკრები ევრო 2020-ზე ნახევარფინალამდე მივიდა და დამატებით დროში ინგლისთან 1:2 დამარცხდა.