ავტორიზაცია

იტალიაში ევრო 2020-ს მოგებით გამოწვეულ ზეიმს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში ევრო 2020-ს მოგებით გამოწვეულ ზეიმს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
თარიღი 12 ივლ 2021, 17:15

იტალიაში, ეროვნული ნაკრების მიერ ევრო 2020-ს მოგების აღნიშვნას რამდენიმე ადამიანი შეეწირა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, ღამით პროვინცია კატანიაში მოხდა საგზაო ავტოავარია, რომლის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, 4 ადამიანი კი დაშავდა. როგორც ირვევა, ყველანი იტალიის ნაკრების მოგების აღსანიშნავად მიემგზავრებოდნენ.

გარდა ამისა, ღამით ვენეციაში ერთ-ერთ არხში ნაპოვნი იქნა საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მისი გარდაცვალება ევრო 2020-ს მოგებით გამოწვეული მასობრივი დღესასწაულის შედეგი ყოფილიყო. 

ამ ყველაფერთან ერთად, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში დაშავებულთა რაოდენობა მატულობს.

ევრო 2020-ს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პრიველად ფინალში გასული ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2).