ავტორიზაცია

რამდენჯერ აქვს იტალიას მოგებული ევროპის ჩემპიონატი და რომელი ნაკრებია კონტინენტზე ყველაზე ტიტულოვანი?

რამდენჯერ აქვს იტალიას მოგებული ევროპის ჩემპიონატი და რომელი ნაკრებია კონტინენტზე ყველაზე ტიტულოვანი?
თარიღი 12 ივლ 2021, 11:07

განვლილი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც აღნიშნული ჯილდო თავის ისტორიაში მეორედ მოიგო.

"სკუადრა აძურამ" ჩემპიონობა პირველად იზეიმა 1968 წელს, მეორედ კი ახლა და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნაკრებს ორი ფინალი წაგებული აქვს (2000, 2012).

ევროპის ჩემპიონატების ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების წოდებისთვის ბრძოლაში კი ორხელისუფლებიანობაა - გერმანია და ესპანეთი, 3-3 ტიტულით.

"ბუნდესნაკრები" ჩემპიონი გახდა 1972, 1980 და 1996 წლებში, "ფურია როხა" კი 1964, 2008 და 2012 წლებში. ყველა დროის ცხრილი გამოიყურება ასე:

გერმანია - 3

ესპანეთი - 3

იტალია - 2

საფრანგეთი - 2

ნიდერლანდები - 1

პორტუგალია - 1

დანია - 1

საბერძნეთი - 1

სსრკ - 1

ჩეხოსლოვაკეთი - 1

უბრალოდ ვიცე-ჩემპიონი კი გამხდარა იუგოსლავია (2-ჯერ), ინგლისი და ბელგია. სწორედ ეს ნაკრებები არიან ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო წარმომადგენლები.