ფოტო: 3 იტალიელი, 2 ინგლისელი - WhoScored-მა ევრო 2020-ს სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა
პორტალმა WhoScored აწ უკვე დასრულებული ევრო 2020-ს სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს დაწყებული და 11 ივლისს დასრულებული ტურნირის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისს პენალტებში მოუგო (1:1, 3:2).
ყველაზე მაღალი ქულა ტურნირში მონაწილეებიდან კრიშტიანუ რონალდუს ერგო (7.9), რომელიც 5 გოლით და 1 ასისტით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, პორტუგალიის ნაკრები კი გათამაშებას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.
სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, 7.0)
მცველები: კუფალი (ჩეხეთი, 7.3), მაგუაირი (ინგლისი, 7.6), ბონუჩი (იტალია, 7.1), შოუ (ინგლისი, 7.4)
ნახევარმცველები: ტომა მენიე (ბელგია, 7.2), პოლ პოგბა (საფრანგეთი, 7.7), ვერატი (იტალია, 7.6), ფორსბერგი (შვედეთი, 7.7)
ფორვარდები: შიკი (ჩეხეთი, 7.6), რონალდუ (პორტუგალია, 7.9).
შეგახსენებთ, რომ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი ისტორიაში პირველად ფინალამდე მივიდა, სადაც იტალიასთან პენალტებში დამარცხდა (1:1, 3:2).