რეალმა მანჩესტერ იუნაიტედს გზა გაუხსნა — ვარანის ტრანსფერი უფრო და უფრო ახლოვდება
"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, ფრანგის დამატებით აქტიურად ინტერესდება "მანჩესტერ იუნაიტედი".
ინგლისელები მადრიდულ გრანდთან დიალოგს აწარმოებენ, მაგრამ ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა. მიუხედავად ამისა, "ემიუმ" "სამეფო კლუბისგან" უფლება მიიღო თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უპრობლემოდ გამართოს.
ვარანი მადრიდულ გრანდში 2011 წელს ფრანგული "ლანსიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში 28 წლის უკანახაზელმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ლა ლიგა და ესპანეთის თასი კი 3-3-ჯერ მოიგო.
გასულ სეზონში ვარანმა 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.